logo
ENG



რუსული კანონი "განდგომილების" ავტორობით და "ოცნების" მხარდაჭერით

17 თებ 202320:03
3 წუთის საკითხავი
 

სულ უფრო მეტი დასავლური ინსტიტუცია ეხმაურება უცხოელი აგენტების შესახებ ინიციატივას, რომელიც ივანიშვილის დეპუტატთა ჯგუფმა წარმოადგინა და კანონად ქცევაა განზრახული. ოლიგარქის გუნდი რუსული კანონმდებლობის შემოღებას ისე აპირებს, რომ ხალხს არწმუნებს, თითქოს ამერიკული კანონით ხელმძღვანელობს. საქართველოს ხელისუფლების პასუხი დასავლელი პარტნიორების შეშფოთებაზე ცინიკურია

არაფორმალური მმართველი ზუსტად იმეორებს იმ გზასა და რიტორიკას, რომლითაც პუტინმა რუსეთში არასამთავრობო სექტორი, მედია და თავისუფალი აზრი გაანადგურა. უცხოელი აგენტების შესახებ კანონმდებლობაზე ვლადიმერ პუტინისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებების გარჩევაც კი რთულია, იმდენად დიდი მათ შორის მსგავსება. ინიციატივა ივანიშვილისგან თავისუფალ სივრცეებს მოსპობით ემუქრება. ამ თემაზე ხელისუფლების მსჯელობაც კი უკვე პრობლემაა ევროკავშირის კანდიდატობის მაძიებელი ქვეყნისთვის. 


close დახურვა